0 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,დავმშვიდდი" - ნანუკა ჯორჟოლიანი კოდუასთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება

ერეკლე კოდუას 9 წალმდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, პროკურატურის განცხადებას კოდუას მეუღლე,ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელიდან ეხმაურება: „ამ ბოლო დროს, რაც თვალშისაცემი გახდა ფასეულობების და ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლა და იმ ამადამიანების დიაკრედიტაცია, რომლებიც ქვეყანას თუ ჭირდებოდა ომში წინა ხაზზე იდგნენ და ასევე ქვეყანას რომ ჭირდებოდა ქვეყნის შიგნით კრიმინალებს ებრძოდნენ ( რის გამოც ამ ადამიანებისგან შავი პიარით მითებს ქმნიდნენ) ხშირად მიფიქრია არა ჩემს მეუღლეზე, არამედ გენერალ კოდუაზე რატომ არავის არ ახსენდებოდა ის:) ვფიქრობდი ან იმ ღირებულებების ტიპად არ თვლიდნენ ან "არ უფასებდნენ" არც ომის წინა ხაზზე დგომას, არ კრიმინალთან ბძოლას:) დღეს როდესაც გავიგე რომ თითქმის ორი წლიანი წვალების შემდეგ ( საგამოძიებო სამსახურების) ერეკლე კოდუას, გენერალს, 7 წელი სოდის უფროსს და ამ სამსახურის შემქმნელს საქმე აღუძრეს რაღაც გაურკვეველ ავტომანქანებზე დავმშვიდდი:) მივხვდი რომ კრიმინალსაც ებრძოდა, ომშიც წინა ხაზზე იყო და ღირებულებებშიც იმ მხარეს დგას, სადაც უნდა იდგეს!:). P.s. ჩემს კოლეგებს მინდა ვუთხრა რომ კომენტარებს ამ თემაზე გააკეთებს ერეკლე კოდუას ადვოკატი:) ბუნებრივია გენერალს დამცველი უკვე ყავს:)“-წერს ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები