0 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,იმდენი ვიცინე, რამოდენიმე მიმიკური ნაოჭი გამისწორდა"- მოროშკინა პროექტ,,ორ ვარსკვლავზე"

მას შემდეგ რაც პროექტმა,,ორი ვარსკვლავი" მაყურებელს მოლოდინი გაუცრუა, მასზე საჯაროდ საუბარი და განხილვა არა მხოლოდ სოციალურ ქსელში , არამედ პირად საუბრებში მიდიოდა, მთელი დღის მანძილზე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე შთაბეჭდილებებს წერდნენ არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ ცნობადი სახეებიც, ლალი მოროშკინამ კი,,ორი ვარსკვლავის" პროდიუსერის ნოე სულაბერიძის დამშვიდება სცადა და ეს სტატუსი მიუძღვნა: ,,ჩემო ძვირფასო მეგობარო, ასე არაფერი აერთიანებს ერს, როგორც გასაჭირი, "ჭირსა შიგან გამაგრება..." ასე არაფერი აქვითკირებს საზოგადოებას, როგორც სხვისი ვაება, ასე არაფერი გიქარწყლებს კომპლექსებს, როგორც სხვისი არასწორი ნოტი, და არა მხოლოდ მუსიკაში! შენ შეუძლებელი შეძელი-გააერთიანე საზოგადოება, ემოციისგან დაცალე ხალხი და რაც მთავადრია დადე რეიტინგი! მიყვრს თითოეული მონაწილე და მერე რა, რომ ყურები მტკივა, სამაგიეროდ იმდენი ვიცინე, რამოდენიმე მიმიკური ნაოჭი გამისწორდა. აი ეს არის შოუ !!! შენ არც კონსერვატორიის მისაღები გამოცდა გქონდა და არც "ლა სკალას" მასტერკლასი. შოუ გინდოდა და გამოგივიდა შენც და ყველა მონაწილესაც! მინდა ყოველ ორშაბათს გიყუროთ და ავივსო სიანაყოთ, ტომ თქვენი მეგობარი ვარ, უბრალოდ თქვენგან განსხვავებით გამბედაობა არ მეყო! საკუთარ თავზე ქილიკი-ყველაზე დიდი ნიჭიერებაა! ნადლობა შოუსთვის და ღიმილიანი საქართველოსათვის! ვიღაცას მაინც ხომ განოუვიდა!"-წერს ლალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები