0 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ძალიან გოიმები არიან რუსები"-ირაკლი ალასანიას ცოლი

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ხშირად აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს ან უბრალოდ საკუთარ აზრს აფიქსირებს , ამჯერად ნათია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ რუსები ჯერ ვერ განვითარდნენ და „გოიმები არიან“ . აი რას წერს ნათია ფანჯიკიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე :„ძალიან გოიმები არიან რუსები და ის კუთხეკუნჭულებიც, რომლებიც ამ გოიმებთან შეერთებისთვის თავს იკლავენ. ქვეყანა, რომელსაც მენდელეევის ყველა ელემენტი აქვს, შიმშილით კლავს თავის მოსახლეობას, სამაგიეროდ ძალადობრივად მიწებს იერთებს 21-ე საუკუნეში, როცა ქვეყნებს შორის გავლენები და მხარდაჭერა აბსოლუტურად არ განისაზღვრება ტერიტორიული ერთობით. უბრალოდ ქმნის გასაჭირს და ტანჯვას ადამიანებისთვის, სულ ესაა მათი მოწოდება და შესაძლებლობები. დღეს ასეა და ღმერთმა ქნას, განვითარდნენ მომავალში მაინც. არ მეწყინება, რა ჯობია, შენზე ჭკვიან მეზობელს“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები