0 0 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ე.წ. მაყურებელმა პატიმარი „თავანის“ ჩაუბარებლობის გამო მოკლა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო გეგუთის #14 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 2:30 საათზე, გეგუთის #14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ერთ-ერთი მსჯავრდებულის გარდაცვალებით დასრულდა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის თავისა და ყელის არეში", - აცხადებენ სამინისტროში. არსებული ინფორმაციით ე.წ. მაყურებელმა პატიმარი „თავანის“ ჩაუბარებლობის გამო სასიკვდილოდ სცემა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები