0 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჭამეთ შოკოლადი და დაკარგეთ ზედმეტი კილოგრამები-7 დღეში მინუს 7 კგ

ეს დიეტა 7 დღეში 7 კილოგრამის დაკლების გარანტიაა. საკმაოდ სპეციფიკურია და კარგად შეესაბამება ცხოვრების თანამედროვე ტიპს. შოკოლადის დიეტის ხანგრძლივობა შვიდი დღეა და სამ დღეში უკვე ჩანს პირველი შედეგები. ეს ძირითადად მარილზე უარის თქმის გამო ორგანიზმის მიერ სითხის გამოდევნის ხარჯზე ხდება. შოკოლადის დიეტის თანახმად, მთელი დღე მხოლოდ 100 გრამი შოკოლადია გათვალისწინებული და მეტი არაფერი. შოკოლადის დიეტის დროს დღის მთელი შოკოლადის ნორმა შეიძლება ერთხელ მიირთვათ, თუმცა ჯობს, 2-3 ან მეტ ულუფებად დაყოთ. შოკოლადის სახეობასაც აქვს მნიშვნელობა. არ არის რეკომენდებული თეთრი შოკოლადი, შოკოლადი შაქრის შემცვლელებით (დიაბეტიანებისთვის) და შოკოლადი თხილით. რძიანი შოკოლადი უფრო კალორიულია, ვიდრე სუფთა შოკოლადი. თუმცა სხვაობა არც ისე დიდია, ამიტომ შეგიძლიათ ორივე ვარიანტი მოსინჯოთ. შოკოლადის ყოველი მიღებისას შეგიძლიათ მიაყოლოთ ფინჯანი არატკბილი ყავა. ეს მოთხოვნა ყველა ეფექტურ დიეტას ახლავს, რადგან ყავა აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, რაც უფრო სწრაფ გახდომას იწვევს. შოკოლადის დიეტა სრულიად კრძალავს შაქარს და მარილს. თავი უნდა შეიკავოთ ასევე წვენებისგან, გაზიანი წყლისა და სასმელებისგან, რაც მადის მომატებას იწვევს. ასევე გამორიცხულია რაიმე სახის ბოსტნეული და მით უმეტეს, ხილი. ალკოჰოლი ყველანაირი სახით აკრძალულია. ნებისმიერი სითხის მიღება (წყლის, მწვანე ჩაის) შესაძლებელია არაუადრეს 3 საათის შემდეგ შოკოლადისა და ყავის მიღებიდან. მიღებული სითხის მინიმუმი არ უნდა იყოს 1,2 ლიტრზე ნაკლები (მეტი ჯობია) - ეს მოთხოვნა სწრაფი დიეტების უმრავლესობას ახლავს, რომლებშიც მარილი გამორიცხულია. შოკოლადის დიეტა ვარაუდობს კვების ნებაყოფლობით რეჟიმს - როცა უფრო მოსახერხებელია თქვენთვის, მაშინ მიირთვით შოკოლადის ნაწილი. კლასიკური შოკოლადის დიეტა (7-დღიანი) საუზმე: 30 გრამი მწარე შოკოლადი (ქიშმიშების, თხილისა და სხვათა გარეშე) და ფინჯანი არატკბილი ყავა. სადილი: 30 გრამი მწარე შოკოლადი და ყავა. ვახშამი: 30 გრამი მწარე შოკოლადი და ყავა. გამტვირთავი შოკოლადის დღე - 1-დღიანი შოკოლადის დიეტა: საუზმე: 30 გრამი მწარე შოკოლადი და უშაქრო ყავა. სადილი: 30 გრამი მწარე შოკოლადი და უშაქრო ყავა. ვახშამი: 30 გრამი მწარე შოკოლადი და ყავა. 1-დღიანი შოკოლადის დიეტა სავსებით იდენტურია 7-დღიანისა, თუმცა ორგანიზმს ნაკლებ ზიანს აყენებს. ღირსებები შოკოლადის დიეტის უსათუო ღირსებაა სწრაფი შედეგის მიღება მცირე დროში. შოკოლადის დიეტა დაგეხმარებათ, სწრაფად მოიყვანოთ თავი წესრიგში მოგზაურობის თუ საზღვაო სეზონის წინ. მეორე პლუსი ტკბილეულის მოყვარულებისთვის არის ადვილად შესამჩნევი - ხანდახან ძნელია ხოლმე კანფეტზე ან შოკოლადის ნატეხზე უარის თქმა, რომელთაც ბევრი დიეტა კრძალავს. შოკოლადი ტვინის მუშაობის ერთ-ერთი საუკეთესო სტიმულატორია - ნებისმიერმა სტუდენტმა იცის, რომ სესიის თუ გამოცდის წინ შოკოლადი შეუცვლელი რამაა. გარდა ამისა, თვით პროდუქტი - შოკოლადი, კარგია ანემიისა და გაციების დროს, ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს. ძლიერი ანტიოქსიდანტები შედის მასში, რაც ორგანიზმის დაბერებას ანელებს. ნაკლოვანებები რასაკვირველია, ეს დიეტა უკუნაჩვენებია დიაბეტიანებისთვის. ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ალერგია აქვს. ასევე არ შეიძლება მისი დაცვა, თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, კენჭები ნაღვლის ბუშტში ან სადინარებში. ასევე უკუნაჩვენებია ის არტერიული ჰიპერტონიის მქონეთათვის. ოღონდაც, აქ გადამწყვეტი ფაქტორი არის არა შოკოლადი (ის უმნიშვნელოდ მატებს წნევას), არამედ ყავის დიდი რაოდენობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები