0 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღეს, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მოგგვრით, მის მიმართ გამოიჩინეთ ყურადღება და მზრუნველობა. ბევრი სამუშაო გექნებათ, მაგრამ როგორც არასდროს, ისე გაგაღიზიანებთ და დაგღლით. იქნებით ძალიან გაღიზიანებული. კურო: წარმატებული პერიოდი გელით. თქვენს მიმართ ახლობლების ინტერესი გაორმაგდება. მათ რჩევებს ყური უგდეთ. კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა იზრდება. ტყუპები: დღეს, თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი შესუსტდება, რაც დაღლილობისა და გაღიზიანების სახით გამოვლინდება. თავშეუკავებლობის გამო, გარშემო მყოფთა მკაცრი კრიტიკის ობიექტად იქცევით. კირჩხიბი: კარიერაში საუკეთესო პერიოდი დაგიდგათ. იყავით მეგობრული და წარმატებასაც მიაღწევთ. საქმიან მოლაპარაკებებზეც სერიოზულ შედეგს მიაღწევთ. პირად ცხოვრებაში სირთულეებია მოსალოდნელი. ლომი: აკონტროლეთ ემოციები. აგრესიული ქმედება ბევრ პრობლემას შეგიქმნით. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ. სასიყვარულო თავგადასავლებზე უარს ნუ იტყვით. ქალწული: ეს დღე ცხოვრების განახლებას დაუთმეთ. ცვლილებები შეიტანეთ გარეგნობასა და გარდერობში. საყვარელ ადამიანს მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ. გაუკეთეთ მას პატარა საჩუქარი, თქვენი ეს ჟესტი, მას ძალიან გაახარებს. სასწორი: დღეს თქვენი ამბიციურობა მშვიდად ჯდომის საშუალებას არ მოქცემთ. თქვენ დიდი ხმაურით წახვალთ წინ და ვერავითარი წინაღობა თქვენ ხელს ვერ შეგიშლით. სხვებს მხოლოდ ისღა დარჩენიათ მოგილოცონ და შემდგომი წარმატებები გისურვონ. მორიელი: იპოვეთ თქვენი ადგილი მზისქვეშეთში? იპოვეთ მაგრამ დაკავებული აღმოჩნდა? არ შედრკეთ და გააძევეთ თვითმარქვია, რომელიც გამოიჭიმულა თქვენთვის თვით ბედისგან ნაბოძებ სკამზე. მშვილდოსანი: დღეს კარიერაში წინსვლა მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული, რაც უფრო მეტ შრომისნაყოფიერებას გამოავლენთ, მით მეტი შანსი მოგეცემათ წარმატებისთვის. თხის რქა: დღეს პრობლემები მოიმატებს თქვენს საქმიან ცხოვრებაში. ეცადეთ წამოწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში. ადვილად ნურავის ენდობით. მერწყული: დღეს როგორც არასდროს, ისე გჭირდებათ დასვენება. ეცადეთ საღამო მშვიდ გარემოში გაატაროთ. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ძალები აღიდგინოთ. პირად ცხოვრებაში რადიკალურ ნაბიჯებს ერიდეთ. თევზები: შეეცადეთ დღეს არ აჩქარდეთ და პირად გეგმებზე არავისთან ისაუბროთ. დღეს პირად კავშირებს ნუ დაეყრდნობით, შეიძლება არ გაამართლოს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები