0 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რუსი სამხედროები მავთულხლართების გავლებას აგრძელებენ

რუსი სამხედროები ქარელის რაიონის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების პროცესს აგრძელებენ. სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დასრულებიდან ამ დრომდე, ე.წ. მესაზღვრეები საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟს ინტენსიურად აწარმოებენ. სოფლის განმარტებით მიწების დიდ ნაწილს სწორედ აღნიშნულ მონაკვეთზე ფლობენ. მათივე განცხადებით, აღნიშნული სამუშაოების გამო, 11-მა ოჯახმა 10 ჰექტრაზე მეტი მიწის ფართობი უკვე დაკარგა. ცოტა ხნის წინ ოსურმა მხარემ დაახლოებით 5 ჰექტარი მიტაცებული მიწის ფართობის დამუშავება დაიწყო. სოფელ ატოცს ოსური მხარის მიერ კონტროლირებადი სოფელი ოქონა ესაზღვრება. ატოცელების თქმით, ამ ტერიტორიაზე მდებარეობს წყლის სათავე ნაგებობა, საიდანც სოფელს სასმელი წყალი მიეწოდება. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქცევის საფრთხე წყლის სათავესაც დაემუქროს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები