0 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ამ წუთებში მაიდნის მიმართულებით 1500 მედესანტე, 400 საზღვაო ქვეითი და სპეცრაზმელი მიემართება

ადგილობრივი მედიის ცნობით ამ წუთებში მაიდნის მიმართულებით 1500 მედესანტე, 400 საზღვაო ქვეითი და სპეცრაზმელი მიემართება. მათი მართვა გადაცემულია უკრაინის უშიშროების საბჭოზე ანტიტერორისტული ოპერაციის ჩასატარებლად. ტელეკომპანია "კორესპონდენტ.ნეტ"-ი იუწყება, რომ მალე კიევში "გაწმენდის" ოპერაცია დაიწყება. ამ დროისთვის უკრაინის ცენტრში დაკეტილია ბანკები, რესტორნები და ბარები. არ მუშაობს მეტროპოლიტენი. გავრცელებული ინფორმაციით მაღაზიებში პროდუქტების მომარაგება ვერ ხერხდება. ბენზინგასამართ სადგურებზე რიგებია. ხალხის დიდი ნაწილი ცენტრიდან გასვლას ცდილობს. ქალაქიდან გასასვლელი გზებზე კი საცობებია. არაოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში 70-დან 100-მდე ადამიანია დაღუპული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები