0 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,კანონიერი პედოფილები და კანონიერი პედარასტები განდევნილ უნდა იქნან ეკლესიიდან"-ილია ვაშაკიძე

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე ეკლესიიდან პედოფილებისა და პედარასტების განდევნას ითხოვს. მღვდელმონაზონი საზოგადოებას სოციალური ქსელიდან მიმართავს. "ქრისტეში საყვარელო ხალხო, მამებო, ძმებო და დებო. მას შემდეგ, რაც ნაძირალებმა თავისი ჭეშმარიტი სახე დაინახეს სარკეში, დაიწყეს დედაეკლესიის ერთგულ შვილთა მოღვაწეობის, კერძოდ, ლუსტრაციის მოთხოვნისა და ცისფერი კართაგენის დანგრევის მომხრეთა პოლიტიკურ ან სხვა რაიმე ჭრილში გადატანა. ვიდგეთ მტკიცედ დედაეკლესიაში. ვიმოქმედოთ დედაეკლესიის კანონით. არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციებს. არანაირი მტრობა, მხოლოდ და მხოლოდ ქრისტესმიერი სიყვარული დედაეკლესიის საკეთილდღეოდ. პირადული მხოლოდ ჩემი ლოთობა წარსულში მე მუხლს ვიდრეკ მართლმადიდებელ ერისკაცთა წინაშე და როგორც ჩანს ერი სულიერად უფრო მაღლა დგას, ვიდრე სასულიერო ელიტა, სადაც პედარასტთა და პედოფილთა ხვედრითი წილი ძალიან მაღალია. კანონიერი პედოფილები და კანონიერი პედარასტები საჯაროდ განდევნილ უნდა იქნან ეკლესიიდან. თუ მეუფე იაკობი მზად არის ამისათვის, მე მზად ვარ საჯაროდ, ტელევიზიით მუხლი მოვუყარო მას და გვერდში დავუდგე ამ ეკლესიისათვის აუცილებელ გამწმენდ ღონისძიებაში. ცისფერი და პედოფილური კართაგენი უნდა დაინგრეს! ღმერთმა დაგლოცოთ! მომიხსენიეთ ლოცვებში." - ნათქვამია ილია ვაშაკიძის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები