0 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოსკოვში ორი პოლიციელისა და ტაქსის მძღოლის დაჭრაში ქართველები არიან ეჭვმიტანილები

რუსული მედიის ცნობით მოსკოვში, მეტრო "სხოდნენსკაიასთან" პოლიციელების დაჭრაში ქართველები არიან ეჭვმიტანილი. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ოთხ ქართველ ახალგაზრდას შენიშვნას მისცეს, რასაც პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოჰყვა. სიტყვიერი კონფლიქტი ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ქართველებმა ორ პოლიციელს ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობა. შემდეგ კი სტუმრად მყოფმა ქართველებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა ტაქსით სცადეს, თუმცა ტაქსის მძღოლმა მათ უარი უთხრა წაყვანაზე და ახალგაზრდები მასაც თავს დაესხნენ. რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციით, ორი თავდამსხმელი დაკავებულია, ორმა კი მიმალვა შეძლო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები