0 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სექსი მამაკაცებისთვის სპორტულ დარბაზში გატარებულ რამდენიმე საათს უდრის

სექსი გადამწყვეტ როლს თამაშობს მამაკაცის ჯანმრთელობაზე და შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობაც აქვს. სექსუალური აქტივობა მამრობითი სქესის წარმომადგენლებში პასუხს აგებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე. ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება მამაკაცებში ამცირებს ისეთი დაავადებების რისკს როგორიცაა პროსტატა და სისძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები. სექსს სპორტულ დარბაზებში რამდენიმე საათიანი ვარჯიშიც შეცვლაც კი შეუძლია. შემოგთავაზებთ იმ ძირითად 5 მიზეზს, თუ რატომ არის სექსი საუკეთესო საშუალება დაავადებების რისკების შესამცირებლად 1- წვავს კალორიებს ყველამ იცის, რომ სექსუალური კავშირის დროს გულისცემა ხშირდება, რაც კალორიების დაწვას ხელს უწყობს. კვლევამ აჩვენა, რომ 30 წუთში შესაძლებელია დაწვათ 200 კალორია. დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს უფრო სასიამოვნო პროცესია ვიდრე სარბენ ბილიკზე გატარებული საათები. 2- მამაკაცს ფიზიკურად აძლიერებს ხშირი სექსი პირდაპირ უკავშირდება ტესტესტორონის მომატებასთან , რაც აძლიერებს კუნთებს და ძვლებს. ტესტესტორონი ასევე პასუხისმგებელია მამაკაცის განწყობაზე, ნაყოფიერებასა და სექსუალურ სურვილზე. 3- ანახევრებს კიბოს რისკს კვლევებმა აჩვენა, რომ რეგულარული სექსუალური კავშირი ამცირებს ქრონიკულ პროსტატიტსა და პროსტატის კიბოს ალბათობას. ამასთან სექსი ჯამრთელი გულის საწინდარია. გაირკვა, რომ მამაკაცს, რომელსაც კვირაში სამჯერ მაინც აქვს სექსი გულის შეტევის და ინსულტის რისკი უნახევრდება. 4- ხსნის თავის ტკივილს და აძლიერებს იმუნურ სისტემას დამღლელი დღის შემდეგ ხშირია სტრესი და თავის ტკივილი, სექსულური კავშირი ამცირებს სტრესის დონეს და ხსნის ტკივილს. ამასთან აძლიერებს იმუნურ სისტემას. გრიპის სეზონის დროს კი სექსი დაგეხმარებათ აიცილოთ სხვადასხვა სეზონური დაავადებები. 5- აუმჯობესებს ძილის ხარისხს სექსი საუკეთესო ანტიდეპრესანტია, აქედან გამომდინარე ის ხელს უწყობს ღრმა და ჯანსაღ ძილს. ხარისხიანი ძილი კი უკვე ასოცირდება ჯანსაღ სხეულთან, რაც ასევე ხელს უწყობს გრძელვადიან რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. თუმცა, სანამ დაიწყებდეთ "სასარგებლო სექსს" თქვენ უნდა მოძებნოთ შესაფერისი პარტნიორი. გახსოვდეთ, რომ ერექციული დისფუნქცია სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები