0 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რა გახდა სამტრედიის სათნოების სახლში 5 მოხუცის გარდაცვალების მიზეზი?

სამტრედიის წმიდა ქეთევანის სახელობის სათნოების სახლში 5 მობინადრის გარდაცვალების მიზეზი ერთ-ერთი ვერსიით ვირუსი- H1N3-ია. ამჟამად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 6 ბენეფიციარი, რომლებიც გადაყვანილები არიან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. აღნიშნული სათნოების სახლის დირექტორის მოადგილის, ნათია ნიკოლეიშვილის განმარტებით გამოძიება დაწყებულია, შოწმდება ყველაფერი - საკვები პროდუქტებიდან დაწყებული საცხოვრებელი ოთახებით დასრულებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ცნობით კი ამჟამად მიმდინარეობს ბენეფიციარებისა და სათნოების სახლის მომსახურე პერსონალის გამოკვლევა. ცხვირის ნაცხის, სისხლისა და შარდის ანალიზი. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ პირს A ტიპის გრიპის ვირუსი დაუდასტურდა. მობინადრეების გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები