0 2 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დედა პარასკევას მამა გაბრიელის საფლავთან თავშესაფარი აღარ აქვს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მცხეთაში, დედათა მონსატრის ეზოში, მამა გაბრიელის საფლავზე , მონაზონ დედა პარასკევას წმინდანის საფლავთან შავშესაფარი აღარ აქვს. ”მამა გაბრიელის საფლავთან, დედა პარასკევას სამორიგეო კელია აუღიათ – რაღაცეები უნდა ავაშენოთო! დედა პარასკევა უვლის მამა გაბრიელის საფლავს 18 წელია და ბევრს შეაყვარა თავის მასპინძლობით მაქავრობა...საფლავზე რომ დედა პარასკევა გხვდებოდა, ასე მგონია მამა გაბრიელი გვმასპინძლობდა...იმიტომ თუ აიღეს კელია, რომ უკეთესი ააშენონ – კიდევ ხო, მარა...(არა მგონია მამა გაბრიელს მოსწონებოდა ეგ ამბავი...)” წერენ ფეისბუქში. შეგახსენებთ, რომ შობამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია დედა პარასკევას სიზმრის შესახებ, რომ შობამდე მისულ მომლოცველებს მამა გაბრიელი 2 სურვილს აუსრულებდა. მცხეთაში სხვადასხვა მონაცემებით მაშინ 700 ათასიდან მილიონამდე ადამიანი მივიდა. მოგვიანებით კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ იმ დღეებში მრევლმა 4 მილიონი ლარის ღირებულების სანთელი შეიძინა. ამ ფაქტს უამრავი მითქმა-მოთქმა მოჰყვა და საპატრიარქოს განცხადების გაკეთებაც მოუწია. pirveliradio.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები