0 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე გადადგა

ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე თანამდებობიდან გადადგა. "მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობდი მერიის სტრუქტურებში და ვაცხადებდი, რომ ვიყავი არაპარტიული. ამის მიუხედავად, მაინც არ ჩამომშორდა სახელი, თითქოს ვმოქმედებდი ამა თუ იმ პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. მოსახლეობისთვის რჩება გაუგებარი ჩემი წარმატებები თუ წარუმატებლობები რომელ პარტიას მიაკუთვნონ. მოსახლეობას არჩევნების წინ უნდა ჰქონდეს შეფასების საშუალება თუ რას აკეთებს მერია. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ", - განმარტა ჯემალ ანანიძემ. ჯემალ ანანიძე ბათუმის მერის პოსტზე 2012 წლის 4 ოქტომბერს დაინიშნა. 2010 წლიდან ის ვიცე მერის პოსტს იკავებდა, მანამდე კი მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები