0 2 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რა გახდა 16 წლის მარიამ ჩავლეიშვილის გარდაცვალების მიზეზი?

გარდაცვლილი 16 წლის მარიამ ჩავლეიშვილის ახლობლები მომხდარის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, გოგონა კლასელებთან ერთად ერთ-ერთი მეგობრის სახლში იმყოფებოდა. მარიამ ჩავლეიშვილი მეგობრის სახლიდან ღამით რამდენიმე წუთით გავიდა, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა. მეგობრებმა კი, რომლებთან ერთადაც იგი იმყოფებოდა, ჩათვალეს, რომ მარიამ ჩავლეიშვილი სახლში წავიდა და ძებნა აღარ დაუწყეს. ერთ-ერთი ვერსიით, ეზოში გასულ გოგონას ყინულზე ფეხი აუცურდა და წაიქცა, რის შედეგადაც გონება დაკარგა და გაიყინა. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის არის თვითმკვლელობამდე მიყვანა. თუმცა, როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომლებმაც გოგონა გარდაცვლილი იპოვეს, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. თბილისში 16 წლის გოგონას ცხედარი გუშინ, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიაცხადებენ, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები