0 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: შეამოწმეთ პრეპარატების შენახვის ვადა, რომელსაც ღებულობთ. არ გადააჭარბოთ დოზას და თავი შეიკავეთ მძიმე საკვების მიღებისგან. კურო: დღეს გელით მატერიალური სირთულე. მთელი დღის განმავლობაში მოგიწევთ შეხვედრა გამოჩენილ ადამიანებთან. ტყუპები: კვირის ბოლოს მგზავრობის შანსი გაგიჩნდებათ. შინაგან დისკომფორტს განიცდით. შვება სიყვარულში ეძებეთ. კირჩხიბი: ოცნება რეალობად შეიძლება გექცეთ. სუსტი სქესის წარმომადგენლების ყურადღებას მიიქცევთ. ასეთივე წარმატებული იქნებით საყიდლებზე. ლომი: ბოლოსდაბოლოს დღეს მიიღებთ იმ ინფორმაციას, რომელსაც ამდენი ხანი ელოდით. უფრო მეტი თავისუფალი დრო გექნებათ. ქალწული: ოგიწევთ გაორმაგებული ტემპით მუშაობა. ამას თქვენი სამსახურეობრივი და გაუარესებული ფინანსური მდგომარეობა გაიძულებთ, თუმცა ამავე დროს გააქტიურდება ოჯახთან დაკავშირებული პრობლემები. სასწორი: მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, ხშირდ დაისვენეთ და შეეცადეთ, ნერვული სისტემა არ დაძაბოთ. მოისმინეთ მეტი და ნაკლები ილაპარაკეთ. მორიელი: ეცადეთ, ემოციები სტრესამდე არ მიიყვანოთ. დღევანდელი დღე იდეალურია ახალი სასიყვარულო თავგადასავლებისათვის. მშვილდოსანი: მაქსიმალურად ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. საქმიან შეხვედრებზე სასურველ შედეგს ადვილად მიაღწევთ. თხის რქა: რომანტიკული განწყობა სასიყვარულო თავგადასავლებისაკენ გიბიძგებთ. პირად ცხოვრებაში კი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ყველაფერს. მერწყული: იყავით ყურადღებით, შესაძლოა თქვენი მოტყუება სცადონ. გადაუდებელი საქმეები აუცილებლად დღეს მოაგვარეთ - ხვალისთვის ნუ დატოვებთ. თევზები: მოგება კარგია რამეა, მაგრამ პატიოსნად მოგება უფრო სასიამოვნოა. დღეს საკუთარ სინდისს გამოცდას ნუ მოუწყობთ, გულნატკენი დარჩებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები