0 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: ხანდახან დათმობაზე წასვლაც საჭიროა, სიტუაციის გამო წაგებული დარჩებით. საქმეში პრობლემები შეგექმნებათ, მაგრამ ნერვებს ნუ აჰყვებით, თუ ძალასა და გონებას საჭირო მიმართულებით წარმართავთ, აუცილებლად გაგიმართლებთ. დღეს საკუთარ თავს რაიმე ნივთი უსახსოვრეთ. კურო: ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ ან დაკავდით სპორტით. მეგობრებმა მოსალოდნელია კინოში ან თეატრში დაგპატიჟონ. კომერციული ოპერაციებისათვის წარმატებული დღეა. ტყუპები: ნუ დაიწყებთ ოცნებების კოშკების აგებას და ნურც ილუზიებში იცხოვრებთ, პირიქით, იყავით პრაქტიკული და რეალურად შეხედეთ მოვლენებს. აქცენტი გააკეთეთ საკუთარ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობის გრძნობაზე და ნურავის ნურაფერს დაჰპირდებით! კირჩხიბი: დღეს ყველანაირ საქმეში წარმატებას მიაღწევთ, მოსალოდნელია დიდი ხნის წინ გაცემული ფული უკან დაგიბრუნდეთ. სასიხარულო იქნება თქვენთვის ძველ მეგობრებთან შეხვედრა. ლომი: დღეს, თქვენგან ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა არასწორად იქნება აღქმული, ამიტომ შეეცადეთ, ნაკლები ილაპარაკოთ და ბევრი იფიქროთ. ფორტუნა სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ. რა კარგია, როცა ყველაფერი კარგადაა, არა? არ არის გამორიცხული, დღეს თქვენი პირადი ცხოვრება ფანტასტიკურად შეიცვალოს. დატკბით სასიამოვნო სიახლით და იოცნებეთ ბედნიერ მომავალზე. ქალწული: განსაკუთრებული წარმატება ტექნიკურ სფეროში მომუშავე მერწყულებს ელით. ეს პერიოდი იდეალურია ფინანსური ოპერაციებისათვის. უქმე დღეები საყვარელ ადამიანთან გაატარეთ. სასწორი: სამსახურებრივ და ოჯახურ საქმეებს აქტიურ დასვენებასა და თავგადასავლებსაც ჩინებულად შეუხამებთ. მორიელი: დასვენების დღეებამდე მიმდინარე საქმეებს მიხედეთ. დღევანდელი დღე შეგიძლიათ მეგობრების კომპანიაში გაატაროთ. თუ სადმე გამგზავრებას აპირებთ, გზაში მხოლოდ წარმატება და ბედნიერება შეგხვდებათ. მშვილდოსანი: კარგი იქნება თუ დღევანდელ დღეს სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში გაატარებთ. დღეს მარტოობა არ არის საუკეთესო მდგომარეობა თქვენთვის, ასე რომ თუ გექნებათ ამის თავიდან აცილების შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენეთ. თხის რქა: დღეს ერიდეთ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გაფუჭებას და ფულის უაზროდ ხარჯვას, პირად ცხოვრებაში ძველი სასიყვარულო ამბების გახსენება მოგიწევთ. თქვენით ყველა აღფორთოვანდება. ეცადეთ, ავტორიტეტი აიმაღლოთ. მერწყული: ალბათ დღეს პირადი პრობლემების გადადება და საზოგადოებრივ საქმეში ჩართვა მოგიწევთ. თუ ასე არ მოიქცევით, საყვედურებით დიდი ხნის მანძილზე მოგაბეზრებენ თავს. თევზები: როგორც ჩანს, ღია და სერიოზული საუბრების დრო დადგა. იყავით პირდაპირი და ამასთან კორექტული. თქვენს მიერ აზრის სწორად, არგუმენტირებულად გამოთქმამ,შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოს. დღეს სხვებზე ზეგავლენის მოხდენის დიდი შანის გეძლევათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები