0 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გრუშევსკის ქუჩა ცეცხლის ალშია გახვეული

კიევში გრუშევსკის ქუჩა კვლავ ცეცხლის ალშია გახვეულია. წუხელ სამშვიდობო შეთანხმება დაირღვა და მომიტინგეებსა და ბერკუტს შორის დაპირისპირება კვლავ განახლდა. გავრცელებული ინფორმაციით, გამთენიისას დემონსტრანტებმა "დინამოს" სტადიონისა და დამატებითი ტერიტორიის დაკავება შეძლეს. ამასთან, წუხელ გვიან ღამით ჩერკასის ოლქში, ადგილობრივი მილიციის შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა, თუმცა აფეთქების შედეგად არავინ დაზარალებულა. გრუშევსკის ქუჩაზე სროლა და აფეთქებები ამ დრომდე გრძელდება. საპროტესტო აქციები გრძელდება უკრაინის სხვადასხვა ქალაქებშიც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები