0 2 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

საქართველოში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს. დღეს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მხრიდან გავრცელებას იწყებს ხმელთაშუა ზღვის ციკლონთან დაკავშირებული ნოტიო ჰაერის მასები. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სინოპტიკური პროცესი 25 იანვრის დილამდე გაგრძელდება და გამოიწვევს დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას, სვანეთში, მთიან აჭარაში, რიკოთის გადასასვლელზე, გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ძლიერ ნალექებს, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ქარბუქებს, ზღვის ძლიერ ღელვას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები