0 4 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოსახლეობა თბილისის "მაგდონალდსის" ბოიკოტირებას იწყებს

თბილისში, რესტორან „მაკდონალდსის“ შესასვლელთან საპროტესტო წარწერები: „აფხაზეთი საქართველოა!“ ინგლისურ ენაზე გუშინ, ღამის საათებში გაჩნდა. „მაკდონალდსის“ წინააღმდეგ საპროტესტო კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც რესტორნების საერთაშორისო ქსელის მთავარ ვებ-გვერდზე განცხადება შემდეგი განცხადება - „ სამომავლოდ ჩვენ შესაძლოა შევიდეთ ისეთ ბაზრებზე სადაც ჯერჯერობით ჩვენი წარმომადგენლობა არ არის, მათ შორის აფხაზეთშიც", - ნათქვამი იყო განცხადებაში. ამასთან გაირკვა,რომ "მაკდონალდსი“ ჭყონიას გარეშე ფილიალს აფხაზეთში ვერ გახსნის, თუმცა, თავად ჭყონია აცხადებს, რომ აფხაზეთში ფილიალის გახსნა და მეტიც, „კოკა-კოლას“ შეტანა სწორედ მას აქვს დაგეგმილი. არნიშნულმა პოზიციამ და განმარტებებმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაჩნდა მოწოდებები „მაკდონალდსის“ ბოიკოტირების შესახებ. მათ შორის იყო რეჟისორი ზაზა სვანაძე: „სალარო თავისუფალია!“ - ამბობენ „მაკდონალდსში“ - ჰოდა, სულ თავისუფალი გექნებათ, ეს რომ თავმოყვარე ქვეყანა იყოს - სამოქალაქო სოლიდარობა უნდა ამას - ვინც მაკდონალდსში შეიძენს პროდუქციას, ის აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერებს აფინანსებს - აი ასე - გავშალოთ კამპანია! სამოქალაქო სექტორო - აბა სად ხართ?“ - დაწერა ზაზა სვანაძემ. გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი პროტესტი ქუთაისსა და ბათუმშიც იგეგმება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები