0 4 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჭუჭყიანი ფრჩხილები ,თმა ცხვირში ანუ რა აღიზიანებთ ქალებს კაცებში?

1. ცუდი სუნი პირიდან - 40 პროცენტი ეს პრობლემა მოუვლელი პირის ღრუს ან კუჭ-ნაწლავის დაავადების ბრალია. არასასიამოვნო სუნს აფრქვევენ მწეველებიც. პრობლემა რომ მოაგვაროთ, მოიწესრიგეთ კუჭ-ნაწლავის სისტემა და მოუარეთ პირის ღრუს. აგრეთვე, სასურველია, თუ თავს არ დაანებებთ, შეამცირებთ მაინც სიგარეტის რაოდენობას. 2. ჭუჭყიანი ფრჩხილები - 19 პროცენტი ბევრი მამაკაცი ვიცი, ვინც ქალის შეფასებისას პირველ რიგში ყურადღებას მის ფრჩხილებს აქცევს. ახლა საკუთარზე დაიხედეთ, ისინიც იდეალურ მდგომარეობაშია? ამასთანავე, ყურადღება მიაქციეთ ხელის კანს. კაცებისთვისაც სასურველია ხელის კრემის წასმა. თუმცა, თუ არ გსურთ, ძმაკაცებმა სასაცილოდ აგიგდონ, ქვეყანას ნუ მოსდებთ ამ ფაქტს. დახეთქილ, დაწითლებულ კანს მოვლილი კანი აჯობებს. 3. თმა ცხვირში - 18 პროცენტი ტყუილად გგონიათ, რომ ცხვირში არავინ შეგიძვრებათ. ქალის თვალს არაფერი გამოეპარება. მოიწესრიგეთ ნესტოები და თავაწეულმაც შეგიძლიათ გაიაროთ. 4. ოფლის ლაქები მაისურზე თუ სხვაზე არ გაწუხებთ, საკუთარმა უნდა შეგაწუხოთ. ამისათვის კი ჯერ დერმატოლოგს ეჩვენეთ, თუ ექიმი არც დიაბეტის ნიშნებსა და არც ფარისებრთა ჯირკვლის დაავადებას არ აღმოგიჩენთ, გამოიყენეთ ანტიპერსპირანტი. ოღონდ ვარჯიშის შემდეგ, ჯერ შხაპი უნდა მიიღოთ. 5. თმიანი სხეული ტყუილად გგონიათ, რომ თმიანი კაცი უთმოზე სექსუალურია, ეს მითია. სექსუალურია მოვლილი მამაკაცი. ამიტომ ქალების მსგავსად, ეპილაცია არც თქვენ გაწყენდათ. თუ თავად არ გამოგდით და სალონში წასვლა "გიტყდებათ", დახმარება მეგობარ გოგონას სთხოვეთ. 6. შავი წერტილები ცხვირზე არ გეპატიებათ. უამრავი მეთოდი არსებობს აკნესთან - ასეთია ამ მოვლენის სამედიცინო ტერმინი - საბრძოლველად. 7. მოუვლელი კბილები ან მათი არ არსებობა თქვენ აკოცებთ გოგონას, რომელსაც ყვითელი კბილები აქვს, ან უფრო მეტიც, კბილები აკლია? ღიმილი ხომ ადამიანის სავიზიტო ბარათია?! ჰოდა, მოიწესრიგეთ პირის ღრუ. სუნი არ უნდა გქონდეთ, მოვლილი და სუფთა კბილები - კი. გახსოვდეთ, რომ კბილებს ფერს უცვლის ყავა, კოლა, წითელი ღვინო და სიგარეტი. ამიტომ, მათ გასათეთრებლად ან თავად უნდა გაისარჯოთ (შინაურული მეთოდებით), ან სტომატოლოგს მიმართოთ. 8. გადაბმული წარბები დღეს აღარავის უკვირს, როცა მამაკაცს მომვლილი წარბი აქვს. მოუვლელი და ველური ტყესავით გაშლილი კი დაცინვას იწვევს. ნუ აიგდებთ თავს მასხრად. ან თავად ებრძოლეთ თმიანობას, ან მეგობარ გოგონას სთხოვეთ, ან სალონს ეწვიეთ. 9. სუნამოს დოზა ზოგს იმდენი და ხშირად ისეთი საშინელი პარფიუმი ასხია, წაგაქცევს. მამაკაცს სუფთა სუნი უნდა ასდიოდეს და არ ცდილობდეს ოფლის სუნი ოდეკოლონით ჩაახშოს. ამით საშინელ შედეგს მიიღებს. 10. დასვრილი პერანგი სადილობისას სამოსი ყველას შეიძლება დაესვაროს, მაგრამ დაუშვებელია, დალაქავებული სამოსით მეორე დღესაც მიხვიდეთ სამსახურში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები