0 4 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ეტყობა, პარასკევას ფული შემოაკლდა და გაყიდა სიწმინდე!"-სამების ტაძრის დიაკონი

„ჩვენი ეკლესია დღეს ძალიან ცუდ დღეშია. მე, პირადად, განზრახული მაქვს, დავაწესო ახალი დღესასწაული-„პარასკეობა“. თურმე აგერ, რომელიმე მონაზონს დაესიზმრება რომელიმე წმინდანი და ამას ძილში გამოცხადებას დაუძახებს. ვგულისხმობ იმ ფაქტს, რაც ამჟამად მამა გაბრიელს აკადრეს. ეს საშინელი „ხუმრობაა“. მე ბრჭყალებში ვსვამ ამ სიტყვას. შენ თუ მამა გაბრიელი წმინდანად მიგაჩნია, როგორ ბილწავ მის სახელსა და ავტორიტეტს? მართლა ნატვრებს ასრულებს... ვერ გავიგე, კაშპიროვსკია, კაცო? წმინდანია მამა გაბრიელი, წმინდანი! თამარის საფლავი არ გვაქვს და რა ვქნათ? მაგრამ ხატი ხომ გვაქვს და შემწეობა ხატს, რომ ვთხოვო, არა? მაინცდამაინც საფლავთან უნდა მივიდე? და ზეგ , რომ მივიდე მამა გაბრიელის საფლავთან , არ მომისმენს? კი, მაგრამ ზეთს, რომ მატანს? თუ მარტო ორი დრე ყოფილა მისი, ზეთს მაშინ რა ზალა აქვს სხვა დღეებში? ეს არ არის შებღალვა? დამირეკა მრევლმა და მკითხა, მამაო, წავიდეო? ვუპასუხე, ეტყობა, პარასკევას ფული შემოაკლდა და (აღელვებული ყვირის) გაყიდა სიწმინდე! ეს არ არის ინდულგენცია, რაც პარასაკევამ თუ ხუთშაბათამ მოიმოქმედა? ვწუხვარ, რომ საქართველოს ეკლესიას ამ ფაქტზე არ ჰქონდა შესაბამისი რეაქცია. ეს ადამიანი უნდა გამოათრიო იქიდან, ანდა სულაც ჩუმად გამოიყვანო, რადგანაც ის არის სარწმუნოებისა და შენი ოჯახის სიწმინდის მტერი. აი, საბოლოოდ, რა მოიტანა დაუსჯელობამ, რომ უკვე ზეცასაც შევწვდით“,-ასე გამოეხმაურა სამების ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარი „ალიასთან“ საუბრისას მამა გაბრიელის საფლავთან მომხდარ აჟიოტაჟს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები