0 4 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

შვილის აყვანა 3 000-ზე მეტს უნდა, გასაშვილებელი კი, 20 ბავშვია-ეთანხმება თუ არა სერგეენკო პატრიარქის ეპისტოლეს?

„შვილად აყვანასთან დაკავშირებით, შემოსულია 3000-ზე მეტი განცხადება, მაშინ როდესაც გასაშვილებელი მხოლოდ 20 ბავშვია. როდესაც ოჯახს სურს აიყვანოს ბავშვი, რომელიც ფიზიკურად ჯანმრთელი იქნება, ასეთი ბავშვების რაოდენობა ცოტაა და დალოდების ვადა ხანგრძლივია, ხშირად წლები. საბედნიეროდ, არის შემთხვევები, ჩემი პირადი სანაცნობოდანაც ვიცი, როდესაც ოჯახი თანახმაა, ფიზიკური ნაკლით იშვილოს ბავშვი. მაშინ ბევრად სწრაფად ხორციელდება ყველაფერი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ რაღაც სტრატეგია ჩამოვაყალიბოთ. მაგრამ მოგიწოდებთ, გთხოვთ საზოგადოების თითოეულ წევრს, მხარში ამოგვიდგეთ ამაში. ეს მართლაც კატასტროფა არის. განსაკუთრებით არჩევითი აბორტები. ვერანაირად ვერ დადის ჩემს აზროვნებამდე - როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა ეს გააკეთოს. დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ ამ ბარიერის გარღვევას და რაღაც ლოგიკური წესრიგის დამყარებას ამ მხრივ, მაგრამ საზოგადოების დახმარების გარეშე, უბრალოდ არ გამოვა“- განაცხადა დავით სერგეენკომ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები