0 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"აღარ ცნობს ,,მამაო ჩვენოს,'' სამოქალაქო ლირიკა" (ლექსი)

რამდენიც გყავართ,გამჩენო, იმდენი გასაჭირი გაქვს; აღარ ცნობს ,,მამაო ჩვენოს,'' სამოქალაქო ლირიკა. ღმრთისანი,სამშობლოსანი - ყველა აგვიღო ქილიკად; დღეს ეშმაკს უხმობს ,,ოსანით'' სამოქალაქო ლირიკა. ვერცხლიც,იუდასმიერმა, იმდენი ჩამოირიგა; რა ჰქნას,სულმუდამ მშიერმა, სამოქალაქო ლირიკამ. რის ჯვარცმა,ცოცხლად შეგვფლავენ, საფლავს იქცევენ ბილიკად; ყვირის - ,,ლავ...''მაგრამ ვერ,,ლავეს'' სამოქალაქო ლირიკა. ქალავ,რად გინდა ცხრა კაბა, ყველა თუ წამოხდილი გაქვს; ქალს რა?!.- კაცობა დაკარგა სამოქალაქო ლირიკამ. მე თუ არ გამიჩენიხარ, ხომ ჩემი გამოზრდილიხარ,- ჩემს ძმებთან ერთად...რად გვერჩი, სამოქალაქო ლირიკავ. ვერც კალმით,ვერც ხმლით ბრძოლაში - ვერ გვჯაბნი,რადგან ჩრდილი ხარ ჩვენი დაფნების...ვაი შენ, სამოქალაქო ლირიკავ. ვაი შენს მტერსაც,შენს ხალხთან სამტროდ რომ შემოგირიგა; შენ თხა ხარ,ერი - ვენახი, სამოქალაქო ლირიკავ! ვახტანგ ღლონტი,2014 წელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები