0 4 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალი წლის შემდგომი განსატვირთი დიეტა

ახალი წელი მოდის და ყველა ოჯახში საახალწლო სუფრის სამზადისია. ამ პერიდში, როგორც არ უნდა ვეცადოთ, მაინც გვიწევს მრავალფეროვანი საკვების მიღება, რაც თავისთვად ჩვენს წონაზეც აისახება. გარდა ამისა, ორგანიზმი იანივრის შუა რიცხვებში, როგორც წესი, დამძიმებულია ცხიმებითა და შლაკებით. გთავაზობთ 3 დღიან დიეტას, რომელიც ჩვეული ფორმების დაბრუნებაში და ორგანიზმის სწრაფად გაწმენდაში დაგეხმარებათ. როგორც ვიცით, წყალი ერთ-ერთი აუცილებელი ინგრენდიენტია ორგანიზმის გასაწმენდად და ამასთანავე წონაში დასაკლებად. ვინაიდან ზამთარია, დრეში 1 ლიტრი წყალი (ჩაის და ყავის გარდა) აუცილებლად უნდა მივიღოთ. 1 დღე: დღის განმავლობაში მიიღეთ 1 ლიტრი რძე ან კეფირი სურვილისამებრ. 1 საშუალო ზომის ვაშლი ან ფორთოხალი . 3 ცალი მოხარშული კვერცხი. 2 დღე: დღის განმავლობაში მიიღეთ 500 მლ მაწონი. 1 საშუალო ზომის ვაშლი ან ფორთოხალი . 300 გრ. ხორცი. 3 დღე: დღის განმავლობაში მიიღეთ 500 მლ მაწონი. 1 საშუალო ზომის ვაშლი ან ფორთოხალი . 200 გრ. მოხარშული საქონლის ან ქათმის ხორცი. 100 გრ. უმარილო ყველი. eva.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები