0 4 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ექიათები (საუცხოო პოეზია)

როდის,როდის დაგინახო ლურჯი გზაჯვარედინიდან თმების ვერ- ცხლით მოკიაფე, ამ სევდების ზოდებითა.ქროლა ქართა-უნდო ჟამთა ხომ არ,ხომ არ მოგერია,სიზმრის მხარე ხომ არ გელის,- შენი მგზავრი რომელია? _ საით,საით წასულიყო მოდრეიფე თეთრი გემი,შენი მთვარე ჩასუ- ლიყო,მთვარე_ვერცხლის შანდალებით. შენი კვარი ჩამქრალიყო,ცა- ცარგვალზე აღარ ენთო,ის სილაღეც გამქრალიყო, აღარ-აღარ ჩანდი, ღმერთო. _ არ მიხმობდა შენი ზეცა ახალ მთვარის ნალიდანო, თოვლისფერი სულის სევდა ლექსის ერდო-ბანიდანო.აღარ თრთოლა ჩუმი ლოცვის ლალის პირი-ბაგიდანო,აღარ შროშანების თოვლი მთვარის ბაღჩა-ბაღი- დანო, აღარც ცისარტყელის სევდა ამ სულისა სარკმლიდანო. თოვლი თოვდა,ქარი ქროდა და სიზმართა ლანდი ამო,ჩემი თმების შავ ღამეში თოვდა შენი ზამთრის გამო. დაჭკნა სევდის მწვანე სერი_ ყვავილების კარმიდამო.შემოდგომა იმ- ზირება მოვის ქარვის კარვიდანო, მიყვარს ყვავილების ჟრჟოლა,იმ ღა- მეთა ბანგი ამო, იმ ბაღებში მოჟღურტულე ბულბულების ბანის გამო. ხმანი შენი მდუმარენი_ იმა სევდის ჰანგი ამო, გზანი შენი მწუხარენი- იმ მწუხარე მგზავრის გამო. ჩემო ცაო თვალხატულა,ხელმწიფეთა კარის ხარო,მსურს ლექსებად აგა- მღერო სულის სალამურის დარად.ჩუმი თოვლის ფანტელებით შენი ზამ- თრის ქარი ვიყავ, შენი სევდის უსახელო მწვერვალივით განზე ვიდექ. ამ ლექსებსაც სხვას ვუამბობ- ქარი ქროდეს ბანი-ბანად, ქროდეს ქარი უნდო- ბარი წუთისოფლის კარი-კარად. თოვა-თოვლის ყვავილებით ცივი ზამთ- რის მოსაქარგად, ჩუმი სევდის არილებით ამ ლექსები მოსართავად. ლაილ გურჯი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები