0 4 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ღარიბაშვილი ფარცხალაძის ნაბიჯს ღირსეულად აფასებს, მის შემცვლელს კი უახლოეს დღეებში დაასახელებს

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოთარ ფარცხალაძის მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას ღირსეულ ნაბიჯად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა. " პირველივე დღეს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბიოგრაფიაში არსებობდა ეს შავი ლაქა, ის მოვიდა, მაშინვე განაცხადა მზაობა იმის თაობაზე, რომ წასულიყო თანამდებობიდან. მე ვისურვე უფრო მეტად გავრკვეულიყავი დეტალებში. ვინაიდან საზოგადოების წუხილი არსებობდა ამ ფაქტის ირგვლივ და ზოგადად, გაჩნდა კითხვები, მითქმა-მოთქმა, რომ შესაძლოა მისი ბიოგრაფიიდან ამ ეპიზოდს რაიმე ჩრდილი მიეყენებინა სამართლიანობის აღდგენის პროცესისთვის, სწორედ ამიტომ მან გადადგა ეს ნაბიჯი და ჩვენ, ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისი თხოვნა, გადაყენების თაობაზე, დაკმაყოფილებულიყო", - აღნიშნა პრემიერმა. როგორც აღმოჩნდა ღარიბაშვილს ფარცხალაძის შემცვლელად, რამდენიმე ვარიანტი უკვე შერჩეული ჰყავს და როგორც თავად აღნიშნა საქართველოს ახალ მთავარ პროკურორს, რამდენიმე დღეში ოფიციალურად დაასახელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები