0 4 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: ახალ ნაცნობებს დიდად ნუ ენდობით. ცხოვრებისეული პრობლემების გამო მოგიწევთ დღეს ღრუბლებიდან ძირს ჩამოსვლა. არ ინერვიულოთ, ასე დიდი ხანი არ გაგრძელდება. კურო: დღეს კარგი იქნება ბასეინზე წასვლა ან თუნდაც დილის გამამხნევებელი ვარჯიშების შესრულება. ეს დადებითად იმოქმედებს როგორც თქვენს ფიზიკურ აგრეთვე სულიერ მდგომარეობაზე. ტყუპები: შეეცადეთ, არ გქონდეთ ილუზიები და ყველა პერსპექტივა, თუ პრობლემა რეალურ პრიზმაში დაინახოთ. მთელი დღის მანძილზე თავს კარგად იგრძნობთ. დღეს სუფთა ჰაერზე დასვენება წაგადგებათ. კირჩხიბი: დღეს გაანალიზეთ თქვენი კვების რეჟიმი, თუ დაკლება გსურთ შეგიძლიათ დიეტა დაიწყოთ, ან უბრალოდ შეზღუდოთ ხორციანი საკვების მიღება, ბოსტნეული და ხილი სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ლომი: მეგობრებთან შეხვედრა გპირდებათ საინტერესო საღამოს. შესაძლებელია დღეს თქვენ შემოგთავაზებენ ხელსაყრელ საქმეს. სიფრთხილე და თავშეკავებულობა გამოიჩინეთ ფინანსურ საქმეებში. ქალწული: დღეს საკუთარ თავზე დამატებით საქმეებს ნუ აიღებთ. ეცადეთ დრევანდელი დღე დასვენებას დაუთმოთ, განვლილი კვირაში საკმაოდ გადიღალეთ, დროა ჯანმრთელობას მიხედოთ. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხილი. სასწორი: დღევანდელ დღეს თქვენთვის უმთავრეს საკითხად შესაძლებელია იქცეს დიეტა. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ ხორციანი და ცომიანი საკვებით, ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს. მოიკრიბეთ ძალები, სულ მალე თქვენ ის დაგჭირდებათ. მორიელი: ეცადეთ დღეს მეტი იმოძრაოთ, წესად დანერგეთ ყოველ დილით გამამხნევებელი ვარჯიშები, თორემ ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში წამლებზე მთელი თქვენი ხელფასი დაიხარჯება. მშვილდოსანი: დღე გაატარეთ ახლობელ ადამიანებთან ერთად. დღეს დიდია ალბათობა, რომ კარგ ხასიათის განწყობაზე იქნებით. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ, იხალისეთ და გაერთეთ. თხის რქა: დღეს გავლენას იქონიებთ პრობლემების გადაჭრაზე. დროა დეტალურად გაანალიზოთ, დაგეგმოთ და განახორციელოთ მომდევნო ქმედებები. დღეს ამისთვის სასიკეთო დღეა. მერწყული: ოჯახური პრობლემები ბევრ დროს და ენერგიას წაგართმევთ, ეცადეთ არ აიღოთ საკუთარ თავზე სხვისი პრობლემების გადაჭრა. ყურადღება მიაქციეთ კვებას. თევზები: ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს და მინიშნებებს. დღევანდელი დღე ბუნაბაში გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად. საღამო სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები