მსოფლიო
23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2013-12-23 00:06:26
ვერძი:
ახალ ნაცნობებს დიდად ნუ ენდობით. ცხოვრებისეული პრობლემების გამო მოგიწევთ დღეს ღრუბლებიდან ძირს ჩამოსვლა. არ ინერვიულოთ, ასე დიდი ხანი არ გაგრძელდება.
კურო:
დღეს კარგი იქნება ბასეინზე წასვლა ან თუნდაც დილის გამამხნევებელი ვარჯიშების შესრულება. ეს დადებითად იმოქმედებს როგორც თქვენს ფიზიკურ აგრეთვე სულიერ მდგომარეობაზე.
ტყუპები:
შეეცადეთ, არ გქონდეთ ილუზიები და ყველა პერსპექტივა, თუ პრობლემა რეალურ პრიზმაში დაინახოთ. მთელი დღის მანძილზე თავს კარგად იგრძნობთ. დღეს სუფთა ჰაერზე დასვენება წაგადგებათ.
კირჩხიბი:
დღეს გაანალიზეთ თქვენი კვების რეჟიმი, თუ დაკლება გსურთ შეგიძლიათ დიეტა დაიწყოთ, ან უბრალოდ შეზღუდოთ ხორციანი საკვების მიღება, ბოსტნეული და ხილი სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.
ლომი:
მეგობრებთან შეხვედრა გპირდებათ საინტერესო საღამოს. შესაძლებელია დღეს თქვენ შემოგთავაზებენ ხელსაყრელ საქმეს. სიფრთხილე და თავშეკავებულობა გამოიჩინეთ ფინანსურ საქმეებში.
ქალწული:
დღეს საკუთარ თავზე დამატებით საქმეებს ნუ აიღებთ. ეცადეთ დრევანდელი დღე დასვენებას დაუთმოთ, განვლილი კვირაში საკმაოდ გადიღალეთ, დროა ჯანმრთელობას მიხედოთ. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხილი.
სასწორი:
დღევანდელ დღეს თქვენთვის უმთავრეს საკითხად შესაძლებელია იქცეს დიეტა. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ ხორციანი და ცომიანი საკვებით, ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს. მოიკრიბეთ ძალები, სულ მალე თქვენ ის დაგჭირდებათ.
მორიელი:
ეცადეთ დღეს მეტი იმოძრაოთ, წესად დანერგეთ ყოველ დილით გამამხნევებელი ვარჯიშები, თორემ ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში წამლებზე მთელი თქვენი ხელფასი დაიხარჯება.
მშვილდოსანი:
დღე გაატარეთ ახლობელ ადამიანებთან ერთად. დღეს დიდია ალბათობა, რომ კარგ ხასიათის განწყობაზე იქნებით. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ, იხალისეთ და გაერთეთ.
თხის რქა:
დღეს გავლენას იქონიებთ პრობლემების გადაჭრაზე. დროა დეტალურად გაანალიზოთ, დაგეგმოთ და განახორციელოთ მომდევნო ქმედებები. დღეს ამისთვის სასიკეთო დღეა.
მერწყული:
ოჯახური პრობლემები ბევრ დროს და ენერგიას წაგართმევთ, ეცადეთ არ აიღოთ საკუთარ თავზე სხვისი პრობლემების გადაჭრა. ყურადღება მიაქციეთ კვებას.
თევზები:
ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს და მინიშნებებს. დღევანდელი დღე ბუნაბაში გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად. საღამო სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ.
კომენტარები