0 4 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნავთობკომპანიებმა საქართველოში ბენზინი გააძვირეს

საწვავის ფასები თითქმის ყველა ნავთობკომპანიამ სახეობების მიხედვით, საშუალოდ, 5-7 თეთრით გააძვირა. აქედან "სუპერის ტიპის" ბენზინზე ფასები 2,20 თეთრიდან 2,30 თეთრამდე მერყეობს, მათ შორის, ყველაზე იაფი საწვავი "ლუკოილის", ხოლო ყველაზე ძვირი "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურებზე დაფიქსირდა. "პრემიუმის" კატეგორიის ღირებულება 2,15 -დან 2,25 ლარამდე მერყეობს, მაღალი ფასების მიხედვით, ლიდერი კვლავ "ვისოლია", ხოლო სიიაფით "ლუკოილი" და "რომპეტროლი" გამოირჩევიან. რაც შეეხება "ევრორეგულარის" ტიპის საწვავს, რომელიც ყველაზე აქტიურად მოიხმარება, მისი ფასები 1,99-დან 2,10 ლარამდე იზრდება, აქედან 1,99 ლარი ღირს "ლუკოილის" ბენზინგასამართ სადგურებში, ხოლო 2,10 ლარი - "სოკარში", "ვისოლსა" და "გალფში". შედარებით დაბალი ოქტანობის, "რეგულარის ტიპის", ბენზინი 2,07 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 2,07-2,10 ლარით განისაზღვრა. როგორც კომპანიებში აცხადებენ, საწვავზე ფასების მატება ლარის კურსის ცვლილებამ და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებამ განაპირობა. 2013 წლის 18 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით, ლონდონში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 109,63 (+ 1,19) დოლარი/ბარელზე; ნიუ-იორკში კი Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა 97,80 (+ 0,58) დოლარი/ბარელზე შეადგინა. ლარის კურსის შესახებ უფრო მეტის გაგება შეგიძლიათ აქ. წყარო: bpn.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები