0 4 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დაალაგეთ თქვენი აზრები და გრძნობები, სანამ იმოქმედებთ. დღეს თავი აარიდეთ პრობლემებს. დაგეგმეთ საქმეები და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელეთ. კურო: ახლობლები ნეგატიურად იქნებიან განწყობილი თქვენს მიმართ. გამოიჩინეთ ხასიათის სიმტკიცე და პროფესიონალიზმი საქმეში და პირად ურთიერთობებშიც. თუ ხელმძღვანელობასთან მოგიწევთ შეხვედრა მომთბენი იყავით. ტყუპები: თავი შეიკავეთ უაზრო სურვილებისგან. მთელი გულისყურით მოუსმინეთ მოსაუბრეს. თუ გრძნობთ, რომ ეს არ შეგიძლიათ მაშინ უმჯობესია მარტო იყოთ. კირჩხიბი: დღეს თქვენს გადაწყვეტილებებზე ბევრია დამოკიდებული, თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი განსაზღვრავს მომავალს. შესაძლებელია ახალი სამსახური შემოგთავაზონ. ყველაფერი ყურადღებით აწონეთ, დაუფიქრებელ და აჩქარებულ ნაბიჯს ნუ გადადგამთ. ლომი: დღეს სიფრთხილე გმართებთ საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას, თქვენზე ბევრი იქნება დამოკიდებული. ეცადეთ კამათი ჩხუბში არ გადაიზარდოს. ქალწული: ნუ მიეცემით დღეს წარსულ მიღწევებზე ფიქრს, უმჯობესი იქნება მომავალი გეგმები დასახოთ. კარგია ახალი მიდგომები გამოიმუშაოთ სამუშაოსადმი, თუ პრობლემებს წააწყდებით კოლეგებს მიმართეთ დახმარებისათვის. სასწორი: ენდეთ ინტუიციას და საკუთარ გამოცდილებას. დღეს გაკეთებული შენაძენი მომგებიანი იქნება. საყვარელი ადამიანი სიურპიზებით გაანებივრეთ. მორიელი: დღეს თქვენი პირადი ცხოვრება ფანტასტიკურად შეიცვალოს. დატკბით სასიამოვნო სიახლით და იოცნებეთ ბედნიერ მომავალზე. ეცადეთ, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ნუ შეგეშინდებათ თამამი და რისკიანი ნაბიჯების. სასიყვარულო ურთიერთობებში ლიდერის პოზიციას დაიკავებთ. საქმიან ცხოვრებაში კი წინსვლის საშუალება მოგეცემათ. მშვილდოსანი: დღეს საშუალება მოგეცემათ, კარიერაში მნიშვნელოვანი მწვერვალები დაიპყროთ, თუმცა დროა, პირად ცხოვრებასაც მიხედოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, აუცილებლად მიდით ექიმთან და ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა. თხის რქა: მეტი ნდობით მოეკიდეთ საკუთარ თავს, სწორ გზას ადგახართ, ნუ აყვებით უსაფუძვლო ეჭვებს. მთელი ენერგიით იმუშავეთ. შრომა დაგიფასდებათ. მერწყული: დღეს თქვენ ენერგიის ისეთ მოზღვავებას იგრძნობთ, რომ გაკვირვებული დარჩებით. შეეცადეთ ამ ენერგიის დახარჯვა მოახდინოთ დღის განმავლობაში , რომ არ გაგიჭირდეთ დაძინება. თევზები: დახმარების ხელი გაუწოდეთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. დღე ჩაივლის აქტიურად. სამსახურში ბევრი შეხვედრა გექნებათ, საღამოს კი სტუმრად მოგიწევთ წასვლა. დღეს სასიამოვნო მოსაუბრე იქნებით. წყარო: literatura.mcvane.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები