0 4 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღეს შეიძლება გაიძულონ სერიზული გადაწყვეტილების მიღება, რისთვისაც თქვენ მზად არ ხართ. არ აჩქარდეთ, ეცადეთ თავი აარიდოთ პირდაპირ პასუხს. კარგად გაანალიზეთ შემდოგომი ქმედებები და მხოლოდ ამის მერე გადადგით ნაბიჯები. კურო: დღეს იყავით ორგანიზებული, მოიკრიბეთ ძალა, რათა შეასრულოთ დიდი სამუშაო. შეიძლება მოხდეს ისე, რომ დამოკიდებული იყოთ თქვენ პარტნიორზე, ამიტომ ცხოვრებაში თქვენი გეგმების დასახვისას არ დაივიწყოთ ისინი, ვინც გეხმარებოდათ. ფრთხილად იყავით ავტომობილთან. მიენდეთ ინტუიციას და გარემოების მიხედვით იმოქმედეთ. თუმცა არ ღირს საღი აზრის დავიწყებაც და მთლიანად გრძნობების ნდობა. ტყუპები: დღეს არასასურველია ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება. კარგად გაანალიზეთ შემოთავაზებული წინადადება და მხოლოდ ამის მერე დათანხმდით. კირჩხიბი: დღეს სამსახურში რეალურად მოგეცემათ შანსი, რომ ყველას დაუმტკიცოთ თუ როგორი კარგი და შეუფასებელი თანამშრომელი ხართ. ნუ გაუშვებთ ხელიდან ასეთ შანსს. ლომი: დღეს იდეების კონცენტრირება მოგიწევთ და ამის შემდეგ მათი გამოყენება სწორად შეგეძლებათ. ბოლოსდაბოლოს დღეს მიიღებთ იმ ინფორმაციას, რომელსაც ამდენი ხანი ელოდით. უფრო მეტი თავისუფალი დრო გექნებათ. ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვინდა და სურვილი გვაქვს. როცა ვფიქრობთ, რომ სადაცაა ოცნებას ავისრულებთ, სწორედ მაშინ ინგრევა ყველაფერი. ნუ ფიქრობთ რომ რამე მუდმივია, ყველაფერი ჩვენს გარშემო წარმავალია. ქალწული: დღეს თავს ბევრი საქმე დაგატყდებათ ერთად. უმჯობესია თუ ზოგიერთ მათგანზე თვითდაჯერებულად იტყვით უარს. სასწორი: დღეს შეგიძლიათ შეცვალოთ ჩვეული ყოველდღიურობა და სტერეოტიპები. იყავით აქტიური და ნურაფერზე ეტყვით საკუთარ თავს უარს. დღეს წამოწყებული ნებისმიერი საქმე გამოგივათ. მორიელი: დღეს სტაბილური სიტუაციაა, შესაძლებელია ბიზნესის გაფართოებაზეც კი მოგიწიოთ დაფიქრება. საგულდაგულოდ აწონეთ თქვენი სიტყვები, გეგმები და ქმედებები, მაშინ ყველაფერი გამოგივათ. ბიზნესის წარმატება თქვენს წინდახედულობაზეა დამოკიდებული. მშვილდოსანი: გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მზად იყავით მძიმე და დაძაბული სამუშაოსთვის. მუშაობის დროს ეცადეთ არაფერი გამოგეპაროთ, დღეს დაშვებული შეცდომა შესაძლებელია მომავალში ძვირად დაგიჯდეთ. თხის რქა: დღეს მეგობრები და კოლეგები ბევრ საფიქრალს მოგიტანთ. ზოგიერთ თქვენგანს შესაძლებელია ახალი სამსახური შესთავაზონ, რაზეც უარის თქმა არ ღირს. მერწყული: ოჯახის წევრებისადმი ეცადეთ დღეს განსაკუთრებულად მზრუნველი იყოთ . ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რათა არ დაარღვიოთ არსებული იდილია. იგნორირებას ნუ გაუკეთებთ შესაძლებლობას რაიმე შეცვალოთ ცხოვრებაში. ცვლილებების სპექტრი საკმაოდ ფართოა, სამსახურით დაწყებული და პირადულით დამთავრებული. ეცადეთ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ, წარმატება თქვენს მხარესაა. თევზები: დღეს ყველგან და ყველაფერში წარმატებას მიაღწევთ. დაისვენეთ და საღამო მეგობრებთან მხიარულად გაატარეთ, რაც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს. წყარო: literatura.mcvane.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები