0 4 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხარმა ყასაბები აატირა

ჰონკონგის ერთ–ერთ სასაკლაოზე ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. უეცრად ერთმა ხარმა, რომელიც თავის რიგს უცდიდა, დაიჩოქა და ტირილი დაიწყო. ამ სურათს უცქერდა ათამდე ყასაბი. ისინი წლების მანძილზე დაკავებულნი იყვნენ ამ საქმიანობით, მაგრამ მსგავს სურათს პირველად ხედავდნენ და მათაც იმ ხარივით ცრემლით ჰქონდათ თვალები სავსე. ისინი ისე შეძრა ნანახმა, რომ გამოისყიდეს ხარი და გადასცეს ბუდისტურ ტაძარს, სადაც ის მშვიდად გალევს დარჩენილ დღეებს. „ადამიანები ფიქრობენ, რომ პირუტყვმა არ იცის ტირილი, მაგრამ ეს ხარი ტიროდა, ტიროდა, როგორც ბავშვი; თმები ყალყზე მიდგებოდა – ისე ჰგავდა მისი ქცევა ადამიანურს. მე ვუყურებდი ჩემს თანამშრომლებს და ვხედავდი, რომ არცერთს არ შეეძლო ხარზე ხელის აღმართვა“, – თქვა ბილი ფონგმა. „ვერაფრით ვერ შევძელით მისი ფეხზე წამოყენება. მხოლოდ მაშინ წამოდგა, როცა მისი ტაძარში წაყვანა გადავწყვიტეთ და ისიც დავარწმუნეთ; გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, მას ჩვენი ლაპარაკი ესმოდა!“ – ეს ტატ ნინის სიტყვებია. ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ფონგმა საგანგებოდ აღნიშნა: „ამ შემთხვევის შემდეგ სამი მუშა განთავისუფლდა, საკუთარი განცხადების საფუძველზე. მათ თქვეს, რომ ვეღარასოდეს დაკლავენ პირუტყვს, რადგან არ ძალუძთ მეხსიერებიდან ხარის თვალებიდან მომდინარე ცრემლების ამოშლა!“ წყარო: icode.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები