მსოფლიო
რუსული კარატეს ქართველი ვარსკვლავი გოგონას თბილისური ცხოვრება
2012-03-19 13:00:42
ჩამოტვირთვა
ქართველი მებრძოლი მარი აღაპიშვილი სპორტით ადრეულ ასაკში დაკავდა, 13 წლის უკვე რუსეთის კარატეს ეროვნული ნაკრების წევრი იყო, წარმატებული ორთაბრძოლების შემდეგ ნაკრების კაპიტნადაც დაინიშნა. მარის აქტივში არაერთი ჯილდო, მედალი და უამრავი მოგებული ორთაბრძოლაა, თითქმის ათი წლის განმავლობაში კარატე მისი პროფესია და ცხოვრების ნაწილი იყო. ცხოვრობდა მოსკოვში და ასპარეზობდა რუსეთის სახელით, მაგრამ ეს საქართველოს სიყვარულში ხელს არასოდეს უშლიდა.
ევროპის ჩემპიონის 3 ტიტულისა და მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილის დაკავების მიუხედავად მარის კარიერაში ჯერ კიდევ ბევრი განუხორციელებელი გეგმა იყო, მაგრამ ერთ ზაფხულს საქართველოში დასასვენებლად ჩამოსულ ჩემპიონს თბილისელი ბიჭი ისე ძლიერ შეუყვარდა, რომ კარიერიული ამბიციები დააციწყებინა. გათხოვდა, რუსეთი მიატოვა და საქართველოში სამუდამოდ დაბრუნდა.
ახლა მარი აღაპიშვილი 2 შვილის დედა და სამაგალითო მეოღლეა, კარატე შვილებზე ზრუნვამ და დიასახლისობამ ჩაანაცვლა. ერთი შეხედვითაც ნათლად ჩანს, რომ მარი ბედნიერად ცხოვრობს თუმცა ძველი დრო მაინც ენატრება.
მარიზე არანაკლებ წარმატებული კარატისტი გახლავთ მისი უმცროსი და ქეთი აღაპიშვილიც რომელიც ორგზის მსოფლიო ჩემპიონია და რვაჯერ აქვს მოგებული ევროპის თასი. 2002 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში კი დები აღაპიშვილები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
უფროსი დის მსგავსად კარატისთვის თავის დანებებას გეგმავს ქეთი აღაპიშვილიც, რომელიც ამჟამად ისევ რუსეთში ცხოვრობს.
კომენტარები