0 4 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველო-რუსეთი - დიდი შერკინება

ჩამოტვირთვა

რაც უფრო ნაკლები დრო რჩება საქართველო–რუსეთის მატჩამდე, მით უფრო იმატებს დაძაბულობა. ღელავენ როგორც ქართველი, ასევე რუსი მორაგბეები, რაგბის ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები, მწვრთნელები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი საქართველო მღელვარებამ მოიცვა. ამ დროისათვის, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ყველა ბილეთი გაყიდულია, რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელი, გია ნიჟარაძე, ამბობს, რომ ეს უპრეცენდენტო მოვლენაა. დღეს დილიდან ორივე გუნდს კაპიტნების თამაში ჰქონდა. რაგბის გულშემატკივრებმა იციან, რომ დაგეგმილი მატჩის წინა დღეს, ორივე გუნდი ვარჯიშს სწორედ იმ მოედანზე გადის, სადაც თამაში უნდა გაიმართოს. დილით სტუმრებმა, ხოლო შუადღისას ქართველმა ბორჯღალოსნებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშეს. რის შემდეგაც, ტრადიციისამებრ, ჟურნალისტებს შეხვდნენ. რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა დღეს საკმაოდ ამბიციური განცხადება გააკეთა, კინგსლი ჯონსი ამბობს, რომ საქართველოში მოსაგებად ჩამოვიდნენ. რუსეთის ნაკრების ლივერპულელი მწვრთნელისგან განსხვავებით, თვითდაჯერებულობა აშკარად აკლდა რუსეთის გუნდის კაპიტანს. ალექსანდრე ონუშკინი ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ამბობს. ქართველმა მორაგბეებმა დღეს კაპიტნის ვარჯიშის გადასაღებად მისულ ჯურნალისტებს სპორტის ნამდვილი ოსტატობა აჩვენეს. ქართული გუნდი ფანტასტიკურ ფორმაშია და დიდი შერკინებისთვის ემზადება. როგორც ცნობილია, რუსეთის ნაკრები 2007 წლის შემდეგ საქართველოში პირველად ჩამოვიდა. 2008 წლის ომის შემდეგ თამაშები ნეიტრალურ მოედნებზე იმართებოდა, სადაც ტრადიციულად ქართველი მორაგბეები იმარჯვებდნენ. სინქრ – მილტონ ჰეიგი – საქართველოს რაგბის გუნდის მწვრთნელი სინქრ – ირაკლი აბუსელიძე – საქართველოს რაგბის გუნდის კაპიტანი დღესვე საქართველოს რაგბის კავშირმა გულშემატკივრებს თხოვნით მიმართა, როგორც სპორტსმენები, ასევე კავშირის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მეტოქის მიმართ კორექტულობა, რათა არ დაირღვეს ის დაუწერელი კანონი, რაც რაგბის სამყაროში არსებობს. ევროპის ერთა თასის გათამაშება საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ გუნდებს შორის, 17 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება, „აიტივი“ ქართველ მორაგბეებს წარმატებებს უსურვებს, ჩვენი მაყურებელი კი კიდევ ერთხელ იხილავს, როგორია ქართველ უძლეველ მორაგბეთა ფანტასტიკური თამაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები