სპორტი
როგორ ემზადებიან „ბორჯღალოსნები“ რუსეთის დასამარცხებლად
2012-03-14 15:40:43
ჩამოტვირთვა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთთან თამაშისთვის ემზადება. დღეს „შევარდენის“ ბაზაზე ქართველ სპორტსმენებს კიდევ ერთი მოსამზადებელი ვარჯიში ჰქონდათ. „ბორჯღალოსნებისთვის“ 17 მარტს დაგეგმილ თამაშს პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან ესპანეთთან საწყის ტურში წაგების შემდეგ, ერთა თასის მოგების შანსი შეუმცირდათ და ყველა მატჩის მოგება სჭირდებათ.
ქართველ მორაგბეთა მწვრთნელის განკარგულებაში 27 სპორტსმენია. პირველ ხაზზე იქნებიან ვასილ კაკოვინი, ირაკლი ნატრიაშვილი, დავით ხინჩაგაშვილი, დავით ქუბრიაშვილი, მიხეილ ნარიაშვილი, რევაზ ბელქანია და შალვა მამუკაშვილი. ქართველი სპორტსმენებისთვის რუსეთთან გამარჯვებას პატრიოტული დატვირთვა და დიდი მნიშვნელობა აქვს. ბიჭები ამბობენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ და ლელოს არ დათმობენ.
17 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველო– რუსეთის თამაში 15 საათზე დაიწყება. დიდი გამარჯვების მოლოდინში მყოფი ქართველი გულშემატკივარი უკვე მობილიზებულია. თითქმის, ყველა ბილეთი უკვე გაიყიდა.
კომენტარები