0 5 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნინო სალუქვაძე საქართველოს ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა

ჩამოტვირთვა

ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, საერთაშორისო ტიტულის არაერთგზის მფლობელი ტყვიის სროლაში, ნინო სალუქვაძე, სპორტში გატარებული კარიერის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. პნევმატური იარაღიდან სროლაში დღეს გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე სალუქვაძემ კვლავ პირველი ადგილი მოიპოვა. პნევმატური იარაღიდან სროლაში საქართველოს ჩემპიონატი დიდებსა და ახალგაზრდებს შორის ჩატარდა, სულ 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ქალებს შორის საქართველოს ჩემპიონი, ტრადიციულად, ნინო სალუქვაძე გახდა, მამაკაცებს შორის კი გამარჯვება გია სვანიძემ მოიპოვა. ახალგაზრდებში ჩემპიონის ტიტული ლიზი კილაძემ და ომარ სანოძემ დაიმსახურეს. შეჯიბრების დასრულების შემდეგ, ჩემპიონ-პრიზიორებთან ერთად, დაჯილდოვდა ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და არაერთი საერთაშორისო ტიტულის მფლობელი ტყვიის სროლაში - ნინო სალუქვაძე. ქართველი სპორტსმენები თავიანთი წარმატებებით გულშემატკივარს კიდევ ბევრჯერ გაახარებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები