მსოფლიო
რამდენიმე დღეში გეი სამხედროთა წყვილი პოპულარობის ზენიტში მოექცა
2012-02-29 17:36:59
ჩამოტვირთვა
ფოტომ, რომელიც კადრში ჩანს, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ყველაზე პოპულარულია სოციალური ქსელების მომხმარებლებში , და იგი ჰომოსექსუალი ზღვაოსნის შინ დაბრუნებას და მეგობარ ბიჭთან შეხვედრას ასახავს.
ფოტოზე კარგად ჩანს, როგორც ეხვევა სერჟანტი ბრენდონ მორგანი თავის მეგობარ მამაკაცს და ვნებიანად კოცნის.
ფოტო ინტერნეტ-სივრცეში სწრაფად გავრცელდა. ის გამოქვეყნდა Facebook-ზე, პოპულარულ გეი ბლოგებსა და სხვა სოც-ქსელებში. მოკლე ხანში მას 18 000 მოწონება და 4000 კომენტარი დაუგროვდა.
კომენტარები სხვადასხვა, თუმცა, უმეტესად დადებითი შინაარსის იყო.
სოც-ქსელებში ფოტოზე გაკეთებულ კომენტარს სერჟანტი მორგანიც გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა ხალხს მხარდაჭერისთვის.
"ჩვენ არ გვსურდა პოპულარობის მოპოვება ან რაიმე მსგავსი. ჩვენ უბრალოდ გადავწყვიტეთ, ბოლოს და ბოლოს ერთმანეთისთვის გვეთქვა, რასაც ვგრძნობდით", - დაწერა მორგანმა facebook-ის გვერდზე.
ეს სამხედრო პირების კოცნის ამსახველი პირველი ფოტო არ არის. შარშან მესამე კლასის ოფიცერმა, ციტლალიკ შნელმა და მეორე კლასის ოფიცერმა, მარისა გაეტამ მათი 80 დღიანი განშორების დასასრული ვნებიანი კოცნით აღნიშნეს.
კომენტარები