სპორტი
საქართველო ალბანეთთან შესარკინებლად ემზადება
2012-02-27 15:46:42
ჩამოტვირთვა
თემურ ქეცბაია ალბანეთის ნაკრებთან გამარჯვებას გეგმავს. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ალბანეთი ძლიერი მეტოქე და მებრძოლი გუნდია, თუმცა ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავა და მაქსიმუმს გააკეთებს. ქეცბაიას განცხადებით, ალბანეთთან შეხვედრისთვის გამოძახებული ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაშია. 27 თებერვალს საღამოს გუნდი სრული შემადგენლობით შეკრიბება "ბასას" საწვრთნელ ბაზაზე, შემდეგ კი ორი დღის განმავლობაში სრული დატვირთვით ივარჯიშებს.
საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს ეროვნული ნაკრების მცველმა გურამ კაშიამაც უპასუხა, მისი განცხადებით, ახალი სეზონის დაწყების წინ ფეხბურთელებში საბრძოლო განწყობაა და მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს როგორც ამხანაგურ შეხვედრებში, ასევე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საკმაოდ ძლიერი მეტოქეები ეყოლება, გუნდი ყველა თამაშში მაქსიმალურად იბრძოლებს და შეეცდება საჭირო ქულები არავისთან არ დათმოს.
საქართველოს და ალბანეთის ნაკრებების შეხვედრა 29 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე გაიმართება და მასზე დასწრება გულშემატკივარს უფასოდ შეეძლება.
კომენტარები