მსოფლიო
iPad-თამაში კატებისთვის
2012-02-06 11:03:07
ჩამოტვირთვა
ამერიკელმა პროგრამისტებმა კატებისთვის iPad-თამაში შექმნეს. მათი თქმით, ისინი კატების ინტელექტის განვითარებას ცდილობენ. ეს თამაშები განსაკუთრებით მათთვის არის სასარგებლო, ვისაც დახურულ შენობაში შინაური ცხოველის მარტო დატოვება ხშირად უწევთ.
საკმარისია iPad-ში თამაში ჩართოთ და მოწყობილობა იატაკზე მოათავსოთ, შემდეგ კატები თავად გაერკვევიან, ამბობს ცხოველთა დამცველი ორგანიზაცია RSPCA-ს წარმომადგენელი, მაიკლ ბიტი.
შარშან კატებისთვის პირველი თამაში შეიქმნა, კატას თათით თეთრი თაგვი უნდა დაეჭირა. ვეტერინარების თქმით, თამაში დღემდე საკმაოდ პოპულარულია.
კომენტარები