სპორტი
ოლიმპიურ კომიტეტში ქართველი სპორტსმენები დააჯილდოვეს
2012-02-01 20:07:50
ჩამოტვირთვა
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში 2011 წლის სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესო სპორტსმენის, მწვრთნელის, გუნდის, რეგიონის, ოლიმპიური იმედის, მეცენატის და სპორტული ჟურნალისტის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
საუკეთესო ნაკრები – ბორჯღალოსნები, საუკეთესო რეგიონი – აჭარა,
საუკეთესო სპორტსმენი – მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა, საუკეთესო მწვრთნელები – ზაზა თურმანიძე – თავისუფალი ჭიდაობა და ჰეიუნგ
ეიუნგ სეიუნგი – მშვილდოსნობა,
საუკეთესო მეცენატი – პაატა კურტანიძე – ავერსი, ოლიმპიური იმედი – ბექა ღვინიაშვილი – ძიუდო, საუკეთესო ჟურნალისტი – ელენე ბილიხოძე, – ასეთია ოლიმპიური კომიტეტის მიერ სხვადასხვა ნომინაციებში დასახელებულ სპორტსმენთა და სპორტის სფეროში მოღვაწეთა და ხელშემწყობთა ჩამონათვალი.
დღესვე, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე გამოავლინა საუკეთესო ათეული ანბანის მიხედვით:
მამუკა გორგოძე – რაგბი, ქრისტინე ესებუა – მშვილდოსნობა,რევაზ ლაშხი – ბერძნულ–რომაული ჭიდაობა, დავით მარსაგიშვილი – თავისუფალი ჭიდაობა, მაჭავარიანი გია –ძალოსნობა, სალუქვაძე ნინო–ტყვიის სროლა, სანიკიძე ვიქტორი – კალათბურთი, პაპინაშვილი ამირანი – ძიუდო, ცხადაია მანუჩარი – ბერძნულ–რომაული ჭიდაობა, ხანჩეგაშვილი დავითი – თავისუფალი ჭიდაობა. როგორც ოლიმპიური კომიტეტის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან ქართველი სპორტსმენები ახალ მწვერვალებს დაიპყრობენ და ოლიმპიადის თამაშებზე დიდ წარმატებებს მიაღწევენ.
კომენტარები