0 9 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ერთ ოთახში გადაშლილი სამყარო

ჩამოტვირთვა

თუკი გრძნობ და გტკივა, თუკი გესმის და გწამს ის რასაც ქართველობა ჰქვია. თუკი უსიტყვოდ მისდევ ცხოვრების ავს და კარგს, მაშინ არ შეიძლება არ გესმოდეს ის სინაზე, რასაც ერთი ჩია კაცის პოეზიის ფურცლებზე კალმით ნაწერი სიტყვები გადმოსცემს...თუ იცნობთ შეიგრძენით, თუ არადა გაიცანით ეს ტარიელ ხარხელაურია... ამ პატარა ლიტერატურულ სალონში 21 -ე საუკუნის ისტორია იწერება . ალბათ ყველა სხვადასხვა სახელს დაარქმევს ქალს , რომელმაც შეძლო და თავისი პატარა სახლის კედლებში ადგილი გამონახა ჩემთვის, შენთვის და ყველა ჩვენგანისთვის , ვისაც ლიტერატურა და პოეზია უყვარს. თავად ემიგრანტი წლებია ირლანდიაში ცხოვრობს, საქართველოს მხოლოდ სხვების დასახმარებლად სტუმრობს. რამდენიმე წელია სალონი "ნოსტალგია" დააფუძნა და აქედან ეხმაურება ყველას ვისაც ეს სამყარო უყვარს. ლიტერეტურული სალონის ფარგლებში დაარსა საქველმოქმედო ფონდი, რომლითაც საზღვრისპირა მიტოვებულ სოფლებში გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარება. დღეს კი ეს სალონი ტარიელ ხარხელაურთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად იმ ადამიანებს მასპინძლობს ,რომელთაც პოეტის ლექსად ნათქვამი სიტყვები ააჟღერეს და აამეტყველეს. თქმა ადვილია, მისი რეალობაში მოყვანა უფრო რთული. თუ გსურთ ამ ოჯახის წევრები გახდეთ , გიული ჩქარეულის პატარა სახლისა და სალონის კარი თქვენთვის მუდამ ღიაა. ეს არა მხოლოდ ნოსტალგია, არამედ ფრთაშესხმული რეალობაა, რომელიც თავისი მნიშვნელობით მე-19-ე საუკუნის საქართველოს ეხმიანება და ორბელიანისეულ საღამოებს მოგვაგონებს...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები