0 4 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მსოფლიოს, სსრკ-ს, დსთ-სა და ევროპის ქართველი ჩემპიონი

ჩამოტვირთვა

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი, ევროპის, დსთ-ს, ოლიმპიური თამაშების, საბჭოთა კავშირის ხალხთა მეცხრე სპარტაკიადისა და კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს თასის სამგზის მფლობელი – ეს ქართველი მოჭიდავის დავით გობეჯიშვილის მიღწევების არასრული ჩამონათვალია. დავით გობეჯიშვილი 1963 წელს ონის რაიონის ოსფელ ხურუთში დაიბადა. როგორც თავად აღნიშნავს ჭიდაობის სიყვრული წინაპრებისგან გადმოეცა, რის გამოც მისი არჩევანი მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. წარმატების მიღწევის მთავარ წინაპირობად შრომისმოყვარეობას მიიჩნევს, თუმცა აღნიშნავს რომ ტალანტი და მონდომებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. თანამედროვე და ძველ სპორტსმენებს შორის პარალელების გავლებისას დამსახურებული ფალავანი მათ შორის არსებულ სხვაობებზე საუბრობს. როგორც თავად აღნიშნავს სპორტი მისი მოღვაწეობის ერთადერთი სფეროა, ინტერვიუზეც კი მხოლოდ იმ პირობით დაგვთანხმდა, რომ პოლიტიკურ შეკითხვებს არ დავსვამდით. თუმცა 1986 წელს დავით გობეჯიშვილს მსახიობობაც მოუწია და უმცროსი მიხეილ ჭიაურელის ფილმში „ჭიდაობას რა უნდა“ მთავარი როლი შეასრულა. სპორტულ დრამაში ქართველი ფალავანი ქართული კინოს ლეგენდას ოთარ მეღვინეთუხუცესსა და უმშვენიერეს ლიკა ქავჟარაძეს უწევდა პარტნიორობას. ფილმის სიუჟეტის მიხედვით გობეჯიშვილის გმირი კალენიკე, ჭიდაობის ნიჭითა და ფიზიკური ძალით დაჯილდოებული რაჭველი გლეხის ბიჭია. თბილისში ჩამოსულ კალენიკეს მფარველი და მწვრთნელი ოთარ მეღვინეთუხუცესის გმირი ბაადურ ხერხეულიძე ხდება. ამ როლის წარმატებით შესრულებას დავით გობეჯიშვილი მისი და პერსონაჟის მსგავსებით ხსნის. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ დავით გობეჯიშვილი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, იყო საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეც. ამჟამად ის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, 2 ქალიშვილის მამა და პატარა დავითის ბაბუაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები