0 9 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავლაბრის "ვერტიკალური ბაღი" მსოფლიოს 14 ულამაზეს ბაღს შორის მოხვდა

ჩამოტვირთვა

რუსულმა საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალმა Topnews-მა მსოფლიოს 14 ულამაზესი "ვერტიკალური ბაღის" ფოტოები გამოაქვეყნა. სიაში თბილისში, ავლაბრის მეტროსთან გაშენებული "ვერტიკალური ბაღიც" მოხვდა, რომელიც საქართველოში ერთადერთია. ცოცხალი კედელი ავლაბრის მეტროს სადგურის ფასადზე ცნობილი ფრანგი ბოტანიკოსისა და ლანდშაფტის არქიტექტორის პატრიკ ბლანის პროექტით მოეწყო. ხელოვნურად გაშენებული ვერტიკალური ბაღი შენობის წინ მდებარე მდელოდან იწყება. მარადმწვანე და მოყვავილე მცენარეები 107 კვ.მ. ფართობს ვერტიკალურად ამწვანებს. ვერტიკალური ბაღის გასაშენებლად სულ 104 დასახელების 4 400 ძირი მოყვავილე და მარადმწვანე მცენარე გამოიყენეს. პროექტის ტექნოლოგიით ყველა ეს მცენარე შენობის კედელზე საგანგებოდ მოწყობილ თექაშია განთავსებული. თექის ქვეშ არსებული მიწის ხელოვნური მორწყვის სისტემა მცენარეებისთვის სასუქისა და წყლის მიწოდებას ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს. ნარგავები ყველა სეზონზე სხვადასხვა პერიოდულობით ხარობს. საიტის ვერტიკალური ბაღების ნუსხაში ასევე მოხვდა პროვანსის, პარიზის, ლონდონის, სიდნეის, მადრიდის, სინგაპურის, ტაივანის, ბორდოს, ჰონკონგისა და ტულუზის ბაღები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები