მსოფლიო
სუპერლიგის მე-6 ტური ,,არმიის“ გამარჯვებით დასრულდა
2011-11-19 18:49:42
ჩამოტვირთვა
სუპერლიგის მე-6 ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ,,არმია” - თსსუ დაუპირისპირდნენ. მატჩი სანტერესოდ დაიწყო და შეხვედრის პირველი მეოთხედი გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა პერიოდის დასასრულს არმიელებმა იძალეს და 31:25 გავიდნენ წინ.
მეორე მეოთხედში ,,ძალოვნებმა” იაქტიურეს და პერიოდის მე-4 წუთზე 9 ქულითა დაწინაურდნენ. თუმცა ამ დროს ,,მედიკოსმა” გრიგოლ შვანგირაძემ ზედიზედ ორი 3-ქულიანი მოათავსა არმიელთა კალათში და სხვაობა 3-ქულამდე შეამცირა. პერიოდის დასრულებამდე 1:50 წუთით ადრე კი ანგარიშში სხვაობა კვლავაც 3-ქულას შეადგენდა - 44:41 დაფიქსირდა, ხოლო 1:31 წუთით ადრე კი 2 ქულა - 45:43.
ამასობაში მეორე მეოთხედის დარჩენილი დროც ამოიწურა და სხვაობა მინიმუმადე დავიდა,თუმცა უკვე სამედიცინოს სასარგებლოდ. მედიკოსები წინ ერთი ქულით გავიდნენ და შეხვედრის პირველი ნახევარი 1-ქულიანი უპირატესობით დაასრულეს - 48:47.
მესამე პერიოდში თამაში სულ სხვაგვარად შემოატრიალდა, აღნიშნულ მეოთხედში არმიელები იმდენად გააქტიურდნენ, რომ მედიკოსებმა მათი შეჩერება ვეღარ მოახერხეს - 75:62. ამავე ანგარიშით დასრულდა მესამე პერიოდი.
ბოლო დასკვნით მეოთხედში არმიელებმა მეტოქეს არც დაწევის საშუალება მისცეს და არც თამაშში გარადტეხის შეტანის. დასაწყისისთვის 81:68 დააფქსირეს თავიაანთ სასარგებლოდ, დასკვით მეოთხედში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 99:85 იმარჯვეს.
მოგებულებს 20 ქულით ჯერემი რიჩარდსონმა ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი უილიამ ტომასმა შეასრულა, რომელმაც 13 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.
თსსუ-ს შემადგენლობაში საუკეთესო იყო მიხეილ ჭოჭუა, რომელმაც საკუთარ გუნდს 18 ქულა მოუტანა.
კომენტარები