0 4 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

ქართველი მოჭადრაკეები მსოფლიო პირველობისთვის ბრძოლას იწყებენ

ჩამოტვირთვა

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ჭადრაკში ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებულად იასპარეზეს. ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გუნდის რამდენიმე წამყვანმა მოჭადრაკემ, ობიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება და გუნდს რომ სრული შემადგელობით ეასპარეზა, ქართველი მოჭადრაკეები მესამე ადგილს არ დასჯერდებოდნენ. საქართველოს ნაკრებმა ევროპის გუნდური პირველობის ბოლო ტურში რუმინეთი დაამარცხა და 14 ქულა მოაგროვა, თუმცა მათ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ზუსტად ერთ თვეში თურქეთში ჭადრაკის მსოფლიო პირველობის ჩემპიონატი გაიმართება, რომელზეც საქართველოს ნაკრები უკვე გაძლიერებული შემადგელობით იასპარეზებს, ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ამჯერად საქართველო მსოფლიო პირველობის სამეულში შევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები