მსოფლიო
Apple-ის ახალი ხელმძღვანელი არტურ ლევინსონი გახდა
2011-11-16 14:14:15
ჩამოტვირთვა
კომპანია Apple-ს დირექტორთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სტივ ჯობსის ადგილი არტურ ლევინსონმა დაიკავა.
ლევინსონი Apple-ის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში 2000 წლიდან იმყოფება, 2005 წლიდან კი საბჭოს თანათავმჯდომარეა.
ამ დრომდე ის საბჭოს სამივე კომიტეტში – აუდიტის, ფინანსურ და კორპორატიულ კომიტეტებში მუშაობდა, თუმცა, ახალი თანამდებობის მიღების შემდეგ მუშაობას მხოლოდ აუდიტის კომიტეტში განაგრძობს.
"არტურ ლევინსონმა კომპანია Apple-ის განვითარებაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მისი, როგორც ლიდერის თვისებებს", - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა.
Apple-ის დამაარსებელი სტივ ჯობსი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 56 წლის ასაკში 5 ოქტომბერს გარდაიცვალა.
კომენტარები