სპორტი
ქართველი სამბისტი ქალის პირველი წარმატება და ოქრო ვილნიუსიდან
2011-11-15 17:20:24
ჩამოტვირთვა
სამბისტთა მსოფლიო პირველობიდან ქართველმა სამბისტებმა ერთი ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს. ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ ჩემპიონატზე 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო ავთანდილ ცინცაძემ. პირველად ქართული სამბოს ისტორიაში კი ბრინჯაოს მედალი ქალმა სპორტსმენმა ნინო ოძელაშვილმა მოიპოვა.
დღეს მთელი დღის განმავლობაში გამარჯვებულ სპორტსმენებს წარმატებას ულოცავდნენ სამბოს ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინიტროს წარმომადგენლები და გულშემატკივრები.
სამბისტთა ნაკრები ხვალიდან ვარჯიშს სრული დატვირთვის განაგრძობს. სპორტსმენები ახალი მწვერვალების დასაპყრობად ემზადებიან.
კომენტარები