მსოფლიო
ოსკარის ცერემონიას ედი მერფის ნაცვლად, ბილ კრისტალი წაიყვანს
2011-11-12 19:21:58
ჩამოტვირთვა
მას შემდეგ, რაც ედი მერფიმ უარი განაცხადა ოსკარის 84-ე ცერემონიის წაყვანაზე, მის ნაცვლად მსახიობი ბილ კრისტალი შეარჩიეს.
ახალმა წამყვანმა ამასთან დაკავშირებული პირველი განცხადება "ტვიტერით" გაავრცელა.
"იმედი მაქვს, "ოსკარს" წავიყვან. აფთიაქში შესვლისას ახალგაზრდა გოგონები აღარ შემეკითხებიან სახელს. მოუთმენლად ველი შოუს", - დაწერა ბილმა სოციალურ ქსელში.
ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოვების ყოველწლიური ცერემონია ლოს-ანჯელესში 2012 წლის 26 თებერვალს გაიმართება.
კომენტარები