0 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ახალი გამარჯვებებისთვის ემზადებიან

ჩამოტვირთვა

რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, ევროპის 2012 წლის შესარჩევ ეტაპზე, ქართველი მორაგბეები ჩემპიონები გახდნენ. საქართველოს 17– წლამდელთა ნაკრებმა ჩემპიონატზე რუმინეთი 27:6, ბელგია 27:9, ხოლო ფინალურ მატჩში, პორტუგალიის ნაკრები 24:3 დაამარცხა. მიღწეული წარმატებების შემდეგ, ფალავნებმა ელიტარულ გუნდებთან თამაშის უფლება მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო 19–წლამდელთა ნაკრების მორაგბეებმაც ასახელეს და ევროპირველობა დამაჯერებლად მოიგეს. 17–წლამდელთა ნაკრების წევრები, პატარა ბორჯღალოსნები ევროპირველობის b ჯგუფში ინგლისის, უელსისა და იტალიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება 19–წლამდელთა ნაკრების მორაგბეებს, მათ მომავალ წელს გასამართ 20–წლამდელთა მსოფლიოს „ალაფის“ საგზური დაისაკუთრეს. ევროპის ჩემპიონატზე, მეოთხედფინალში, შვეიცარიას 50:0, რუმინეთის ნაკრებს კი 24:8 მოუგეს. საქართველოს ნაკრებმა ფინალში რუსი სპორტსმენები 20:12 დაამარცხეს. დღეს მთელი დღის განმავლობაში ქართველი მორაგბეები მილოცვებს იღებდნენ, ახალგაზრდა ბორჯღალოსნები გულშემატკივრებს პირდებიან, რომ გულებს კიდევ ბევრჯერ გაუხარებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები